აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას ( შეიცავს А, Е, С ვიტამინებს).
კურნავს ვირუსულ დაავადებებს.
გააჩნია მატონიზირებელი თვისებები.
კურნავს დამწრობასა და ნაიარევს.
ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობასა და აუმჯობესებს მის აქტივობას.
აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
ხელს უწყობს წონაში კლებას.
კურნავს ბუასილს.
კურნავს სოკოვან დაავადებებს.
აქრობს მშობიარობის შემდგომ დარჩენილ სტრიებს.
აძლიერებს თმის ძირებს და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს.
აქრობს მიმიკურ ნაოჭებს, კვებავს და ატენიანებს კანს.
კაკაოს კარაქის თვისებები იმდენად მრავალფეროვანი და მრავალპროფილურია, რომ მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ კოსმეტიკურ სფეროში, არამედ მედიცინასა და კულინარიაშიც.
მედიცინაში.
გრიპისა და გაციების, ხველის, ბუასილისა და შეკრულობის დროს, ქოლეცისტიტის, ეგზემის, დამწრობისა და სხვა სახის ნაიარევის მკურნალობის მიზნით.
კოსმეტოლოგიაში.
ატენიანებს სახისა და სხეულის კანს, აქრობს თვალების ქვეშ გაჩენილ შავ წრეებსა და შესიებას, აძლიერებს და კვებავს თმას, ხელს უწყობს რუჯის მიღებას.
კულინარიაში.
ფაფებისა და სალათების შესაკმაზად, საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების, შოკოლადისა და სხვა ტკბილეულის დასამზადებლად.