საწყისი/მაღაზია/ზეთები/მცენარეული ზეთები
კაკაოსა და შის კარაქის ნაკრები "Extra Virgin"

კაკაოსა და შის კარაქის ნაკრები "Extra Virgin"

SKU 48601102415
GEL55.00
გაყიდვაშია
1
პროდუქტის მონაცემები
უნიკალური კოდი: 48601102415
ბრენდი: COCONUTA
მწარმოებელი ქვეყანა: განა
წონა/მოცულობა: 1000გრ

პირველადი ცივი დაწურვის კაკაოს კარაქი «Coconuta» არის 100% ორგანული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, დამზადებულია განაში, უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვლებისგან.

სასარგებლო თვისებები:

ხელს უწყობს ნერვული უჯრედების მუშაობას ( შეიცავს თეობრომინს ).

აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას ( შეიცავს А, Е, С ვიტამინებს).
კურნავს ვირუსულ დაავადებებს.
გააჩნია მატონიზირებელი თვისებები.
კურნავს დამწრობასა და ნაიარევს.
ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობასა და აუმჯობესებს მის აქტივობას.
აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
ხელს უწყობს წონაში კლებას.
კურნავს ბუასილს.
კურნავს სოკოვან დაავადებებს.
აქრობს მშობიარობის შემდგომ დარჩენილ სტრიებს.
აძლიერებს თმის ძირებს და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს.
აქრობს მიმიკურ ნაოჭებს, კვებავს და ატენიანებს კანს.

კაკაოს კარაქის თვისებები იმდენად მრავალფეროვანი და მრავალპროფილურია, რომ მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ კოსმეტიკურ სფეროში, არამედ მედიცინასა და კულინარიაშიც.


კაკაოს კარაქი გამოიყენება:




მედიცინაში.

გრიპისა და გაციების, ხველის, ბუასილისა და შეკრულობის დროს, ქოლეცისტიტის, ეგზემის, დამწრობისა და სხვა სახის ნაიარევის მკურნალობის მიზნით.

კოსმეტოლოგიაში.

ატენიანებს სახისა და სხეულის კანს, აქრობს თვალების ქვეშ გაჩენილ შავ წრეებსა და შესიებას, აძლიერებს და კვებავს თმას, ხელს უწყობს რუჯის მიღებას.

კულინარიაში.
ფაფებისა და სალათების შესაკმაზად, საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების, შოკოლადისა და სხვა ტკბილეულის დასამზადებლად.


“აფრიკის ოქრო“ - ასე მოიხსენიებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები შის კარაქს

ბოლო წლებში, შის კარაქი მეტად პოპულარული გახდა და მასზე მოთხოვნა აფრიკის კონტინენტს გასცდა.
პროდუქტი თავისი უნიკალური თვისებების გამო უამრავი კოსმეტიკური საშუალების შეუცვლელ ინგრედიენტად იქცა.
თქვენი საყვარელი ბრენდი “Coconuta” გთავაზობთ მაღალხარისხიან, ნატურალურ, არარაფინირებულ შის კარაქს, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და 100% ორგანულია.
რას შეიცავს შის კარაქი ?
• ვიტამინებს А, Е და F.
• 80%-მდე მცენარეულ ცხიმებს.
• მჟავებს: ოლეინის; სტეარინის; პალმიტის; ლინოინის.
რისთვის არის სასარგებლო შის კარაქი?
ეს პროდუქტი, თავისი გამაჯანსაღებელი თვისებების გამო, აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ის საოცრად კვებავს და ატენიანებს კანს, სძენს მას ელასტიურობას, სიგლუვესა და ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას.
ასევე პროდუქტს გააჩნია რეგენერაციის თვისება, ის წარმატებით ებრძვის სხეულზე გაჩენილ შავ წერტილებს და გამონაყარს, კურნავს კანის აქერცვლას.
შის კარაქის გამაჯანსაღებელი თვისებები, ხელს უწყობს კანის უჯრედებში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს. რის შედეგადაც კანი უფრო ახალგაზრდა,ელასტიური და სუფთა ხდება
შის კარაქი აჩქარებს თმების რეგენერაციის პროცესს, მისი რეგულარულად გამოყენება აჯანსახებს და ახშირებს თმას.
შის კარაქი ხელს უწყობს კანზე ჭრილობებისა და იარების შეხორცებას. ასვე აქრობს კანზე გაჩენილ სტრიებს.
შის კარაქის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან.
კულინარიაში ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც ცხიმის შემცვლელი, მასზე ამზადებენ ნამცხვრებსა და დესერტებს.
მეტის ჩვენება
პროდუქტის შენახვა შემდგომისთვის
მომხმარებელთა მიერ დატოვებული მიმოხილვები
მიმოხილვები შემოწმებული მომხმარებლებისგან
ჯერ მიმოხილვები არ არის. შეგიძლიათ, შეიძინოთ ეს პროდუქტი და პირველმა დატოვოთ მიმოხილვა.
გაუზიარე ეს პროდუქტი შენს მეგობრებს
გაზიარებაShareდაპინე
კაკაოსა და შის კარაქის ნაკრები "Extra Virgin"
  • პროდუქტების ძებნა
  • ჩემი პროფილი
  • თრექინგი
  • რჩეულები
  • კალათა
ვალუტა ფასების საჩვენებლად:GEL
ძირითად კონტენტზე გადახტომა
GHUB
მაღაზია
გადახდის მეთოდები
მიწოდება
დაგვიკავშირდით
ENKARU
ჩემი პროფილიძიება
კალათი
მენიუ
ენა:
ENKARU
წესები და პირობებიკონფიდენციალურობამიწოდების და გადახდის ინფოქუქი-ჩანაწერების პარამეტრებიშეატყობინეთ ბოროტად გამოყენება
მწარმოებელია Ecwid by Lightspeed